Monday, May 12, 2014

დღე მეხუთე

დღევანდელი ტრენინგი გუშინდელი დღის გახსენებით დავიწყეთ. კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ნასწავლი და გადავედით ახალ მასალაზე.
google drive-ში ვისწავლეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება.მასში კორექტივების შეტანა და წაშლა.შემდეგ გადავიტანეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ ჩვენს გვერდზე. გარდა პრეზენტაციისა,ვისწავლეთ მულტიმედია რესურსების გამოყენება,(ვიდეოს) გადატანა ბლოგზე, გამოქვეყნება და წაშლა.
ვისწვლეთ ბლოგზე ინფორმაციული ობიექტების (გაჯეტების )დამატება და წაშლა.
გადავედით მესამე მოდულზე, გავეცანით საავტორო უფლებებს და მასალების გამოყენების ლეგიტიმურ უფლებებს. ჩამოვტვირთეთ და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი.
ჩვენი გეგმის პროცედურების ნაწილი  შევავსეთ,დავაარქივეთ ჩვენი საქაღალდე და გადავგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე.

No comments:

Post a Comment