Saturday, May 3, 2014

მესამე დღე

როგორც სხვა დღეები მესამე დღეც შინაასობრივად დატვირთული და საინტერესო ოყო.
გავეცანით ერთმანეთის ბუკლეტებს, რომელიც მოვამზადეთ მშობლებისათვის. გადავედით მეორე მოდულზე-,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა".
გადავხედეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას და შესაბამისად ჩავწერეთ ესგ-დან სტანდარტები და მიზნები ჩვენი პროექტის გეგმაში.
გამოვიყენეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო უნარ-ჩვევებს და შევასრულეთ სავარჯიშოები წყვილებში. მიღებული ცოდნის საფუძველზე შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები და შევიტანეთ გეგმის პროექტში.
განახლებული გეგმა გადავგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე.
ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა და სურათების ჩასმა.



1 comment:

  1. და გამოგიყენებია კიდეც მარი ახლად შესწავლილი მასალა (სურათების ჩასმა) მესამე დღრის რეფლექსიაში

    ReplyDelete