Sunday, June 1, 2014

ჩემი პორტფოლიო

მერვე დღე

მერვე დღე  სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის დასრულებით დავიწყეთ. შემდეგ გავაკეთეთ მოსწავლის ფასილიტაცია. შევინახეთ პროექტის დამხმარეში.
ვისწავლეთ დრაივში ჩვენი პორტფოლის ატვირთვა,მისი ჩვენს ბლოგზე გამოქვეყნება, მასში გაჯეტების დამატება და წაშლა. ბლოგზე გამოქვეყნებულ საქაღალდეში ცვლილებების შეტანა.

Monday, May 26, 2014

დღე მეექვსე

დღევანდელი მეცადინეობა დაიწყო მოდული 4 და მოდული 5 განხილვით.გავეცანით სასწავლო ნამუშევრების შექმნას. თავადაც შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი და შევინახე ჩემს საქაღადეში.
შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრიკებს. ჩვენი პროექტისათვის ჩამოვაყალიბეთ შეფასების კრიტერიუმები და შევადგინეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა. ნამუშევარი შევინახე შეფასების რუბრიკების საქაღალდეში.
ბოლო ნამუშევარი, დაარქივებულ ფორმატში გადავგზავნე ჩემს იმელზე.

Monday, May 12, 2014

დღე მეხუთე

დღევანდელი ტრენინგი გუშინდელი დღის გახსენებით დავიწყეთ. კიდევ ერთხელ შევაჯამეთ ნასწავლი და გადავედით ახალ მასალაზე.
google drive-ში ვისწავლეთ პრეზენტაციის გამოქვეყნება.მასში კორექტივების შეტანა და წაშლა.შემდეგ გადავიტანეთ ბლოგზე და გამოვაქვეყნეთ ჩვენს გვერდზე. გარდა პრეზენტაციისა,ვისწავლეთ მულტიმედია რესურსების გამოყენება,(ვიდეოს) გადატანა ბლოგზე, გამოქვეყნება და წაშლა.
ვისწვლეთ ბლოგზე ინფორმაციული ობიექტების (გაჯეტების )დამატება და წაშლა.
გადავედით მესამე მოდულზე, გავეცანით საავტორო უფლებებს და მასალების გამოყენების ლეგიტიმურ უფლებებს. ჩამოვტვირთეთ და შევინახეთ ჩვენს საქაღალდეში გამოყენებული ლიტერატურის მარტივი ფორმატი.
ჩვენი გეგმის პროცედურების ნაწილი  შევავსეთ,დავაარქივეთ ჩვენი საქაღალდე და გადავგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე.

Sunday, May 11, 2014

პრეზენტაცია ,,ქართული ფული"


დღე მეოთხე

გავიარეთ მეორე მოდულის მესამე და მეოთხე აქტივობები.
შეფასებების სხვადასხვა მეთოდების განხილვა და შეფასებების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
ვისაუბრეთ შეფასებების ხუთ მიზანზე,განმავითარებელი შეფასების ოთხ და  და განმსაზღვრელი შეფასების ერთ მიზანზე და მოვახდინეთ შესაბამისი ფორმების განხილვა.
ამ ფორმების გამოყენებით შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის შეფასების დროის ჩარჩო და გავაკეთეთ შეფასებების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი.
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე განსაზღვრული სტრატეგიები გადავიტანეთ ვორდის ფურცელზე  და შევინახეთ შეფასებების საქაღალდეში.
გავაკეთეთ ჩვენი პროექტის გეგმის პრეზენტაცია და გადავი
ტანეთ ჩვენს საქაღალდეში.



Saturday, May 3, 2014

მესამე დღე

როგორც სხვა დღეები მესამე დღეც შინაასობრივად დატვირთული და საინტერესო ოყო.
გავეცანით ერთმანეთის ბუკლეტებს, რომელიც მოვამზადეთ მშობლებისათვის. გადავედით მეორე მოდულზე-,,სასწავლო პროექტის დაგეგმვა".
გადავხედეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას და შესაბამისად ჩავწერეთ ესგ-დან სტანდარტები და მიზნები ჩვენი პროექტის გეგმაში.
გამოვიყენეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია და  21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები.
გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო უნარ-ჩვევებს და შევასრულეთ სავარჯიშოები წყვილებში. მიღებული ცოდნის საფუძველზე შევადგინეთ ჩვენი პროექტისათვის ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვები და შევიტანეთ გეგმის პროექტში.
განახლებული გეგმა გადავგზავნეთ ჩვენს ფოსტაზე.
ვისწავლეთ ბლოგზე ფონის შეცვლა და სურათების ჩასმა.



Sunday, April 27, 2014

მეორე დღე

ტრენინგის მეორე დღე წინა დღეზე  სიახლეებით დატვირთული და საინტერესო იყო.
გავეცანით ერთმანეთის პროექტის თემებს,შევავსეთ ჩვენი პროექტის გეგმის ნაწილი.ბლოგზე კომენტარების დატოვება ერთმანეთისათვის სახალისო და პროდუქტიული იყო.გავითვალისწინეთ ერთმანეთის აზრები და რეკომენდაციები.
გავეცანით პუბლიკაციის მომზადებას პროექტის სწავლების თემაზე. დავამზადეთ პროექტის ბუკლეტი ჩვენი პროექტის თემაზე მშობლებისათვის.
საქარალდის დაარქივება და იმეილზე გადაგზავნა სიახლე იყო. აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში.
მომდევნო დღეს მოუთმენლად დაველოდები ჩემი კოლეგების რეფლექსიების კომენტარების გასაკეთებლად.



Saturday, April 26, 2014

დღე პირველი

საინტერესო და ახალი იყო ტრენინგის პირველი დღე.
გავეცანით ინტელის პროექტს,რომელიც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევბს მაქსიმალურად პასუხობს.ელექტრონული სახელმძღვანელოს გამოყენებით ვისწავლეთ პროექტებით სწავლება.
პროექტის პორტფოლიო,პორტფოლიოს ჩეკლისტი,სასწავლო გეგმის შაბლონი შევინახე ჩემს საქაღალდეში.ბლოგის შექმნა და კომენტარების გაკეთება საინტერესო და სახალისო იყო.